ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

მამუკა ჯუღელი ნეაპოლში დეკემბრის ბოლოს ჩავა - ახალი კონტრაქტი ხვიჩას

იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ნაპოლის“ სამომავლო გეგმებს უკავშირდება და სკირა ადასტურებს იმას, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ.

ცნობილი ჟურნალისტი ექსკლუზიურად იუწყება, რომ „კვარას“ აგენტი, მამუკა ჯუღელი იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება. იგი „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრება და იანვრის დასაწყისში, „პარტენოპეის“ წარმომადგენლებსა და შუამავალ კრისტიან ძაკარდოს შეხვდება, რათა კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს, რომლითაც ხვიჩას ხელფასი გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას საკუთარ რიგებში ხილვით „ნიუკასლი“ ინტერესდება. „კაჭკაჭები“ „კვარას“ აქტიურად აკვირდებოდნენ და Times-ის მიხედვით, მისი შეძენა უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრისას სურდათ, მაგრამ „პარტენოპეის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი ქართველი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია A-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმამდეც შევამჩნიე, რომ თამაშს მოუკლო“ - იტალიელი მწვრთნელი კვარაზე
„ტრავმამდეც შევამჩნიე, რომ თამაშს მოუკლო“ - იტალიელი მწვრთნელი კვარაზე