ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე
Aa
Aa

5 მედალი და გუნდური მე-2 ადგილი - ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ქართველ ძალოსნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ძალოსნობის ქომაგები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით კოლუმბიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი ასევე პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული სალიცენზიო ქულებიც მოიპოვა. გარდა ამისა ნაკრებმა ქულებით გუნდური მეორე ადგილი და მედლებით მესამე ადგილი დაიკავა.

ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით მეექვსედ იზეიმა, და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი თუ ყოფილი საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, განურჩევლად ოლიმპიური სახეობისა, ყველაზე მეტჯერ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო.

გიორგი ჩხეიძემ კი საქართველოს ნაკრებს 2 ვერცხლის მედალი შემატა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ლაშა ტალახაძე - მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი

გიორგი ასანიძე - ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა, რომ ხარ და მადლობა, რომ იმედს არასოდეს გვიცრუებ“
„მადლობა, რომ ხარ და მადლობა, რომ იმედს არასოდეს გვიცრუებ“