გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 10 ქულა - ტენერიფე რეალთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ შეხვდა და 13 ქულის სხვაობით, 67:80 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 23:29 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა, რაც „ტენერიფეს“ შემადგენლობაში მე-3 მაჩვენებელი იყო.

12 ტურის შემდეგ „ლენოვო ტენერიფე“ ACB ლიგის სატურნირო ცხრილში 9 მოგებით და 3 მარცხით მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.

ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „რიტასის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაყოფიერი მატჩი - მამუკელაშვილმა იუტასთან 23 წუთი ითამაშა
ნაყოფიერი მატჩი - მამუკელაშვილმა იუტასთან 23 წუთი ითამაშა