საფრანგეთი, ემანუელ მაკრონი, კატარი 2022
Aa
Aa

“სპორტმა ხალხი უნდა გააერთიანოს“ - მაკრონი საფრანგეთის გამარჯვების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა სენსაციური მაროკო 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კომენტარი გააკეთა.

მაკრონი:

„სპორტმა ხალხი უნდა გააერთიანოს. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკის გამო ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მაგრამ ამ სპორტმა ყველა და ყველაფერი უნდა გააერთიანოს. მიხარია, რომ კატარის ემირთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ვფიქრობ, კატარმა მსოფლიო ჩემპიონატი კარგად ჩაატარა. უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა.

საფრანგეთის ნაკრებით ვამაყობ. გრიზმანისგან საოცარი თამაში ვიხილე. სპორტი მარტივ და სუფთა ემოციებს იძლევა. დაძაბული ვიყავი, რადგან წინასწარ არასდროს იცი მოიგებ, თუ არა თამაშს. მაროკომ ძალიან კარგად ითამაშა. დიდი მადლობა დეშამს და ნაკრების თითოეულ წევრს.“

შეგახსენებთ, რომ „მამლების“ მხრიდან გოლები ტეო ერნანდესმა და კოლო მუანიმ გაიტანეს. არგენტინასთან დაპირისპირება კი 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამი მატჩის შემდეგ: კვირას ტიტულისთვის ვიბრძოლებთ
დეშამი მატჩის შემდეგ: კვირას ტიტულისთვის ვიბრძოლებთ