საფრანგეთი, ტეო ერნანდესი
Aa
Aa

“ეს წარმოუდგენელია“ - ტეო ფინალში გასვლის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა სენსაციური მაროკო 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „მამლების“ მარცხენა მცველმა ტეო ერნანდესმა, რომელმაც გოლი გაიტანა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ტეომ?

„წარმოუდგენელია! ჩვენ ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედით. საფრანგეთმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ფინალი არგენტინასთან ადვილი არ იქნება. ამ მატჩის მოსაგებად თავს არ დავზოგავთ.

ჩემს ძმაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მარტივი არ არის. იმედი მაქვს, ფინალს დაესწრება. ეს ყველაფერი მაინც წარმოუდგენელია. ვაპირებ ფინალით ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და გუნდელებთან ერთად ვისიამოვნო. წინ დიდი მატჩი გველოდება.“

შეგახსენებთ, რომ „მამლების“ მხრიდან გოლები ტეო ერნანდესმა და კოლო მუანიმ გაიტანეს. არგენტინასთან დაპირისპირება კი 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ზედიზედ მეორედ - საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია