რეალი, ინტერი, რომელუ ლუკაკუ, ედენ აზარი
Aa
Aa

აზარი ინტერში? ხელმძღვანელობამ დახმარება ლუკაკუს სთხოვა

ედენ აზარს, რომ მადრიდის „რეალში“ აღარ ენდობიან ეს ახალი არავისთვის არის. ბელგიელმა შემტევმა ტრავმა მოიშუშა, მაგრამ კარლო ანჩელოტი მას თითქმის არ ათამაშებს.

აზარს მადრიდული კლუბიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა სხვადასხვა ინტერვიუებში 31 წლის შემტევი ხშირად ახსენებს, რომ ესპანეთის დედაქალაქიდან აბარგება არ სურს, მაგრამ თუ მას წასვლისკენ მიუთითებენ წინააღმდეგი არ იქნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Sky Italia ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ბელგიელი ვარსკვლავის გადაბირებით მილანის „ინტერი“ ინტერესდება. „ნერაძურის“ სჯერა, რომ მას კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, თუმცა პრობლემას აზარის ანაზღაურება წარმოადგენს.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის გასაჩარხად „ინტერი“ რომელუ ლუკაკუს გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ და აზარი დიდი ხნის მეგობრები არიან და ამან შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს.

ცნობისთვის, ედენი მადრიდის „რეალს“ 2019 წელს „ჩელსიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღემდე აზარმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 72-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კიდევ ერთი დაკარგული მსოფლიო ჩემპიონატი“ - MARCA ბენზემაზე
“კიდევ ერთი დაკარგული მსოფლიო ჩემპიონატი“ - MARCA ბენზემაზე