Aa
Aa

"ეს მხოლოდ"... - პასტორეს კომენტარი, რომელმაც ნეიმარს 10 ნომერი დაუთმო...

ნეიმარი "პსჟ"-ში 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მან ეს ნომერი კლუბში გადასვლისთანავე, ხავიერ პასტორესგან გადაიბარა.

ამ საკითხზე პასტორემ კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა.

"ეს მხოლოდ მცირედი საჩუქარია, რომლითაც შემიძლია მის კლუბში მოსვლას მივესალმო.

მინდოდა, მისთვის ეს სიმბოლური საჩუქარი გამეკეთებინა, რათა მოსვლის პირველივე დღიდან თავი სახლში ეგრძნო და ბედნიერი ყოფილიყო.

მას ყველამ თანადგომა უნდა გამოვუცხადოთ და მჯერა, რომ მასთან ერთად "ჩემპიონთა ლიგის" მოგებას შევძლებთ". - უთხრა "პსჟ"-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს პასტორემ.

პრესაში ბოლო დროს ვრცელდება ცნობები, რომ პასტორე "პსჟ"-ს ამ ზაფხულს დატოვებს და აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, მეტწილად სწორედ პოტენციურ ტრანსფერს უკავშირდებოდეს, ვიდრე ფეხბურთელის კეთილ ნებას...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები