გასაჩივრებამ შედეგი არ გამოიღო - მამარდას ყვითელი ბარათი არ გაუუქმეს
ლა ლიგის გასულ ტურში ვალენსია ალავესს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს. თერთმეტმეტრიანი კი გიორგი მამარდაშვილის უხეშობის გამო დაინიშნა.
ეპიზოდი იმდენად საკამათო იყო, რომ გულშემატკივართა უმეტესი ნაწილი მსაჯს არ დაეთანხმა. ქართველმა მეკარემ კი ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ვალენსიამ მამარდაშვილის ყვითელი ბარათი გაასაჩივრა. ღამურები მის გაუქმებას ითხოვდნენ.
სამწუხაროდ, სადისციპლინო კომიტეტმა ჯვაროსნების მეკარის ყვითელი ბარათი არ გააუქმა და ძალაში დატოვა.
ცნობისთვის, ვალენსია ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში ბილბაოს დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა გიორგიმ არ ითამაშოს.
ამის მიზეზი ღამურების მესამე მეკარე, 34 წლის ხაუმე დომენეკია, რომელიც ვალენსიაში 2025 წლიდან თამაშობს და ზაფხულში გუნდს დატოვებს. სწორედ ამის გამო, შესაძლოა კორბერანმა მას მესტალიაზე ბოლო თამაშის ჩატარების შესაძლებლობა მისცეს, რაზეც მან პრესკონფერენციის დროსაც მიანიშნა.
კორბერანი:
„ხვალ განსაკუთრებული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ ხაუმე დომენეკი, რომელიც კლუბში უკვე 10 წელია თამაშობს, მესტალიას დაემშვიდობება. ხაუმე განსაკუთრებული პიროვნებაა. გასახდელში მას ძალიან აფასებენ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები მას სათანადოდ გააცილებენ.“