ბრწყინვალე გოლი დამატებულ წუთზე | ციცქიშვილმა ატირაუ მარცხისგან იხსნა
Aa
Aa

ბრწყინვალე გოლი დამატებულ წუთზე | ციცქიშვილმა ატირაუ მარცხისგან იხსნა

ყაზახეთის პრემიერ ლიგაში „ატირაუს’’ ქართველი შემტევი ზაზა ციცქიშვილი „ჟეტისუსთან’’ 83-ე წუთზე ცვლილებაზე გამოვიდა, მე-6 დამატებულ წუთზე ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით თამაში გადაარჩინა, გუნდი მარცხისგან იხსნა - 1:1. 29 წლის ფეხბურთელმა მაისური გაიხადა და ამის გამო მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. ციცქიშვილი ყაზახურ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა და „ატირაუში’’ სადებიუტო გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ციცქიშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს.

ზაზა ციცქიშვილს ორი ქართველი თანაგუნდელი ჰყავს, ცენტრალურმა მცველმა გია ჩადუნელმა 90 წუთი ითამაშა, გიორგი გადრანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

„ატირაუ’’ გასავარდნ ზონაშია, 11-დან 1 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 9 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა