რომან დოლიძე, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

დოლიძემ ახსნა ჩიმაევი რატომ გამოიწვია: „საუკეთესოებთან ჩხუბი მინდა“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ახსნა, ჯეკ ჰერმანსონთან მოგებული ჩხუბის შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი რატომ გამოიწვია. „კავკასიელმა“ ინტერვიუ Metaratings-ს მისცა და განაცხადა, რომ ეს ბრძოლა ტიტულთან მიახლოებაში დაეხმარება.

„ვფიქრობ, ჩიმაევი კარგი და მაღალი დონის სპორტსმენია, მე კი მინდა, ჩემი დივიზიონის ყველაზე ძლიერი მებრძოლების წინააღმდეგ ვიჩხუბო. მას ცნობილი სახელიც აქვს და სატიტულო რბოლაში წინსვლისთვის ეს ჩემთვის ძალიან კარგი ბრძოლა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ დოლიძეს ჩიმაევისგან პასუხი ჯერ არ მიუღია, თუმცა რამდენიმე საათის წინ, ხამზატმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც UFC-ს მოუწოდა, მეტოქე მოუძებნოს და იგი ნებისმიერისთვის მზადაა. რომანის გამოწვევის მიუხედავად, ჩიმაევს იგი არ უხსენებია.

ცნობისთვის, რომანმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ჯამში კი ოქტაგონზე მეცამეტედ გავიდა და მეთორმეტედ იმარჯვა. ქართველმა მებრძოლმა UFC-სგან ბონუსი ზედიზედ მესამედ მიიღო და იმედი ვიქონიოთ, წარმატებულ სვლას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საფეხბურთო ინტელექტი, ტექნიკა, კრეატივი და დისციპლინა“ - ძოლამ კვარაცხელია შეაქო
„საფეხბურთო ინტელექტი, ტექნიკა, კრეატივი და დისციპლინა“ - ძოლამ კვარაცხელია შეაქო