კრიშტიანუ რონალდუ, კატარი 2022
Aa
Aa

რონალდუ: ოცნება დასრულდა, თუმცა ჩემს ქვეყანას ზურგს არასდროს ვაქცევ

კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წლის მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და ქომაგებს მიმართა:

„ჩემს კარიერაში პორტუგალიისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემი ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, ბევრი საერთაშორისო თასი მოვიპოვე, მათ შორის პორტუგალიასთან ერთად. მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელის უმაღლეს მსოფლიო დონეზე მიყვანა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო.

ამისთვის ვიბრძოდი. ოცნებისთვის ჯიუტად ვიბრძოდი. 16 წლის განმავლობაში 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე, ვიასპარეზე დიდ ფეხბურთელებთან ერთად და მილიონობით პორტუგალიელის მხარდაჭერით. მე ყველაფერი გავეცი. მე ყველაფერი გავიღე მოედანზე. ამ ოცნებაზე უარი არასდროს მითქვამს.

სამწუხაროდ, გუშინ ოცნება შეწყდა. გადაჭარბებულ რეაქციას აზრი არ აქვს. უბრალოდ, მინდა ყველამ იცოდეს: ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი სპეკულაცია, მაგრამ ჩემი ერთგულება პორტუგალიისადმი ერთი წუთითაც არ შეცვლილა.

მე ყოველთვის ერთ-ერთი ვიყავი, ვინც საერთო მიზნებისთვის იბრძოდა. და მე არასოდეს ვაქცევ ზურგს ჩემს თანაგუნდელებს და ჩემს ქვეყანას.

ახლა მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. მადლობა პორტუგალიას. მადლობა კატარს. ოცნება მშვენიერი იყო, სანამ ის გრძელდებოდა... ახლა რჩება ლოდინი, სანამ დრო გახდება კარგი მრჩეველი და ყველას საშუალებას მისცემს საკუთარი დასკვნები გამოიტანოს“,

- წერს 37 წლის რონალდუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულ უფრო ემსგავსება მარადონას“ - რატომ იყო მესი მატჩის შემდეგ აგრესიული?
„სულ უფრო ემსგავსება მარადონას“ - რატომ იყო მესი მატჩის შემდეგ აგრესიული?