ნეიმარის პირველი რეაქცია ლა ლიგის მიერ ტრანსფერის დაბლოკვაზე...
ესპანურმა ლა ლიგამ ნეიმარის გათავისუფლების ფურცელის გაცემაზე უარი განაცხადა, რადგან ორგანიზაშიაში მიიჩნევენ, რომ "პსჟ"-ს მიერ 222 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, ფეერ პლეის რეგულაციები მთლიანად დაცული არ იქნება.
რამდენიმე საათის წინ ლა ლიგის ოფისში მისული "პსჟ"-ს იურისტები ესპანელებმა უარით გაისტუმრეს და გახმაურებული ტრანსფერი კიდევ უფრო მძაფრად გრძელდება.
ფრანგებს ახლა მოუწევთ ლა ლიგის ეს ბარიერი დაძლიონ და რა გზით მოხდება ეს, დრო გვიჩვენებს.
ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ პირველი, რასაც თავად ბრაზილიელი გააკეთებს, არის ის, რომ მიმართავს "ფიფას", რათა მან დართოს ნება მის "პსჟ"-ში ტრანსფერს.