კილიან მბაპე, პატრის ევრა, კაილ უოკერი, კატარი 2022
Aa
Aa

ევრა: უოკერი მბაპეს დაკეტავს? შესაძლოა, მაგრამ ვიცი კილიანი რასაც აპირებს

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი პატრის ევრა ინგლისისა და საფრანგეთის მეოთხედფინალის შესახებ საუბრობს.

„მე ვარ დარწმუნებული, მაგრამ არა ამპარტავანი. კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ახლა საფრანგეთი თამაშობს, მაგრამ ასევე ბედნიერი ვარ ინგლისის ასპარეზობითაც. თამაში და საინტერესო თამაში იქნება, ასე ვფიქრობ.

ინგლისს უნდა აღელვებდეს ისეთი ფეხბურთელები, როგორიც მბაპეა, საფრანგეთს კი ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან საკა და ფოდენი. საფრანგეთს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვს.

შეგიძლიათ მითხრათ, რომ კაილ უოკერი მბაპეს ამოკეტავს, მან უკვე მოახერხა ნეიმარის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაში. მაგრამ ვიცი, რომ მბაპე ცენტრისკენ გადაიწევს და ითამაშებს სტოუნსი-მაგუაირის წინააღმდეგ. მათ კი კილიანის გაჩერება გაუჭირდებათ.

აქ ბევრი ფაქტორია ჩართული. ვგრძნობ, რომ საფრანგეთი ინგლისს დაამტვრევს, მაგრამ ინგლისსაც შეუძლია საფრანგეთის დამარცხება“,

- განუცხადა Betfair-ს პატრის ევრამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ინგლისის მეოთხედფინალური დაპირისპირება 10 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგუაიერი: ცუდი წელი მქონდა, თუმცა კარიერული ვარდნა მხოლოდ 2 ფეხბურთელს არ ჰქონია
მაგუაიერი: ცუდი წელი მქონდა, თუმცა კარიერული ვარდნა მხოლოდ 2 ფეხბურთელს არ ჰქონია