ნეიმარმა "ბარსას" დღევანდელი ვარჯიში გააცდინა
"ბარსელონას" დღევანდელმა დილის ვარჯიშმა ნეიმარის გარეშე ჩაიარა. როგორც "ბარსას" "ტვიტერის" გვერდზე წერია, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ვარჯიში კლუბის ნებართვით გამოტოვა.
25 წლის სუპერსტარი დილის 9 საათზე ვარჯიშზე გამოცხადდა, თუმცა მხოლოდ თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს ესაუბრა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. მან "ბარსელონას" ბაზა დილის 10 საათზე დატოვა.
ესპანური გამოცემების ვარაუდით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დიდი შანსია, ნეიმარის "პსჟ"-ში ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდეს.