ბრაზილიის ნაკრები, კატარი 2022
Aa
Aa

პრობლემები ბრაზილიის ნაკრებში - 2 ფეხბურთელისთვის მუნდიალი დასრულდა

ბრაზილიის ნაკრებში პრობლემები გრძელდება. ტიტეს ნეიმარისა და ალექს სანდროს შემდეგ, კიდევ 2 მოთამაშე გამოაკლდა. კამერუნთან შეხვედრაში „სელესაოს“ ალექს ტელეში და გაბრიელ ჟესუსი დაუშავდა.

ბოლო ინფორმაციით, ორივე მათგანის ტრავმა მძიმეა და მუნდიალზე ისინი თამაშს ვეღარ შეძლებენ.

ტრავმები სეზონის მხრივ მძიმედ არ გამოიყურება, საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დაბრუნებაზე, რასაც ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებს. ჟესუსის აღდგენითი პროცესის ვადებად 3 კვირა სახელდება. ანალგიური ვითარებაა ტელეშის შემთხვევაშიც, დაბრუნებას ვერც ის ასწრებს.

გაცილებით რთული ვითარებაა ნეიმარისა და ალექს სანდროს შემთხვევაში, რადგან ორივე მათგანი ძირითადის მოთამაშეა და „პენტაკამპეონთა“ სამწვრთნელო შტაბმა ჯერაც არ იციან, თუ როდის დაუბრუნდება ან ერთი ან მეორე მოედანს.

ნეიმარმა აღდგენითი ვარჯიშები უკვე დაიწყო, თუმცა ბურთთან ერთად ჯერჯერობით ვერც ის და ვერც დანილო ვერ ვარჯიშობენ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მერვედფინალში სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება და ნეიმარის თამაში 99%-ით გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ღორის შვილებო“ - ხიმენესი მატჩის შემდეგ მსაჯებს თავს დაესხა
„ღორის შვილებო“ - ხიმენესი მატჩის შემდეგ მსაჯებს თავს დაესხა