ლუის სუარესი
Aa
Aa

ლუის სუარესი: „ფიფა ყოველთვის ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგაა“

ურუგვაის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუის სუარესმა განის ეროვნულ გუნდთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. „ელ პისტოლერომ“ შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფიფა ყოველთვის ურუგვაის წინააღმდეგაა.

„რაც გვინდოდა, არ მოხდა. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება და შექმნილი ვითარების გამო, გაბრაზებული ვარ. დარვინ ნუნიესზე პენალტი აშკარა იყო და კონტაქტს კავანის ეპიზოდის დროსაც ჰქონდა ადგილი.

მსაჯთა კომიტეტმა და ფიფას წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთონ და გაგვარკვიონ, რის გამო ნიშნავენ პენალტებს და რატომ არ მივიღეთ დღეს ორი თერთმეტმეტრიანი. ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არაა და წარუმატებლობა ჩვენი ბრალიცაა, რადგან სათანადო რეაქცია არ გვქონია.

მატჩის შემდეგ, ჩემი შვილების ნახვა მინდოდა და ფიფას წარმომადგენლებმა ამაზე უარი მითხრეს, როცა ერთ-ერთ შეხვედრაში, ფრანგი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე თავის შვილებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ურუგვაის მეტი ძალაუფლება სჭირდება და ფიფა ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგაა. უნდა ვიამაყოთ, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ისე ვერ დავასრულეთ, როგორც გვინდოდა, ეს კი მტკივნეულია“.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაიმ განა 2:0 დაამარცხა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა, რადგან სამხრეთ კორეამ პორტუგალიას 2:1 მოუგო. „ლა სელესტეს“ ერთი გოლი სჭირდებოდა, რათა სამხრეთ კორეა ჩამოეტოვებინა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოკიოს გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
ტოკიოს გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია