კრიშტიანუ რონალდუ, ვიტინია
Aa
Aa

„ასეთი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ“ - ვიტინიასა და რონალდუს კომენტარები

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელებმა, ვიტინიამ და კრიშტიანუ რონალდუმ სამხრეთ კორეასთან გამართული მატჩი შეაფასეს. მათი თქმით, მარცხი „სელესაოს“ შეცდომებმა განაპირობა და მათი გამოსწორება აუცილებელია.

რა თქვა ვიტინიამ

„ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ. ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. ზოგიერთ მომენტში, თავს ცუდად ვიცავდით და მომდევნო შეხვედრაში ეს არ უნდა განმეორდეს. საბედნიეროდ, პირველი ადგილი დავიკავეთ, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს“.

რა თქვა რონალდუმ

„პირველ ორ მიზანს მივაღწიეთ. პლეიოფში გავედით და ჯგუფი მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველოდება. მნიშვნელოვანია, ერთიანები ვიყოთ. მომდევნო ეტაპზე გავედით და თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, ამ მარცხისგან გაკვეთილს მივიღებთ და მომდევნო ეტაპზე გავიმარჯვებთ“.


შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრების მომდევნო მეტოქე დღეს გაირკვევა. „სელესაო“ დიდი ალბათობით, სერბეთს ან შვეიცარიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაკინარდი: „კვარაცხელია თავმდაბალი ბიჭია და მისი აღმომჩენი მილოცვას იმსახურებს“
ტაკინარდი: „კვარაცხელია თავმდაბალი ბიჭია და მისი აღმომჩენი მილოცვას იმსახურებს“