კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

ძაკარდო: არის კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, რომელიც მალე იფეთქებს

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად ცნობილი იტალიელი აგენტი, კრისტაინ ძაკარდო, რომელიც „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თვალი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს დაადგა.

რა თქვა ძაკარდომ:

არის ახალი, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მზად არის აფეთქებისთვის. საუბარია 2003 წელს დაბადებულ შემტევზე, ძალიან საინტერესო მოთამაშეა. მის სახელს მოგვიანებით გეტყვით, მალე ყველაფერს გაიგებთ.

ვეტერანი ფეხბურთელის ამ კომენტარიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალი სეზონიდან სერია A-ში შესაძლოა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის იტალიის ჩემპიონატში ორი ქართველი თამაშობს: ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ და ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე