პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები, ურუგვაის ფეხბურთელთა ნაკრები, დიეგო ალონსო
Aa
Aa

„ჯერ არაფერი დასრულებულა, ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - ალონსო პორტუგალიასთან მარცხზე

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა ბრუნო ფერნანდეშის დუბლით ურუგვაი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ალონსომ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა ალონსომ:

ვფიქრობ, ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ და ეს შედეგიც სწორედ ამიტომ დადგა. გაგვიჭირდა როგორც პირველ ტაიმში, ისე მეორეშიც. რაც პირველ ტაიმში დაგვემართა, ეს დაუშვებელია. მეტოქეს ზონებს ვერ ვუზღუდავდით და ორგანიზება გვიჭირდა. მეორე ნახევარში შედარებით უკეთ ვითამაშეთ, სივრცეებს კარგად ვითვისებდით, საგოლე მომენტები შევქმენით, მათ შორის 100%-იანი შანსებიც. როდესაც ვაგებდით გათანაბრებაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

სანამ განასთან მატჩზე ვისაუბრებდე, მანამდე გეტყვით, რომ ამ თამაშიდან სწორი დასკვნები რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიტანოთ. ვიცით, რომ თუ მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირება გვინდა, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მთავარია, სწორად მოვემზადოთ.

ორ თამაშში ბურთი სამჯერ მოვარტყით ძელს. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დავკარგოთ. ჯერ არაფერი დასრულებულა და სანამ დასრულდება, პირობას გაძლევთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

2 ტურის შემდეგ პორტუგალია H ჯგუფის სატურნირო ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო ეტაპზე თამაშიც განაღდებული აქვს. მეორე პოზიციაზე 3 ქულით განას ნაკრები იმყოფება, მესამე-მეოთხე ადგილებს კი სამხრეთ კორეისა და ურუგვაის ნაკრებები თითო-თითო ქულით ინაწილებენ.

დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება, ურუგვაი კი განას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 2 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი მუნდიალზე - სტადიონზე გულშემატკივარი ცისარტყელას დროშით შევარდა
სკანდალი მუნდიალზე - სტადიონზე გულშემატკივარი ცისარტყელას დროშით შევარდა