ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ის სიხარული დააბრუნა, რაც მარადონას დროს იყო“ - „გაძეტა“ ხვიჩაზე

იტალიური „გაძეტას“ ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნებისთვის მზადაა. ლუჩანო სპალეტი გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს, ქართველი ფეხბურთელი სერია ა-ს ლიდერის ბაზაზე ხვალ, 29 ნოემბერს გამოცხადდება.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მის თანაგუნდელებზე, მაგრამ ქართველის ფანტაზიამ და მისმა თამაშმა ნეაპოლელ ქომაგებს ის სიხარული დაუბრუნა, რასაც მარადონას თამაშის წლებში გრძნობდნენ. სერია ა-ს ბოლო სამ ტურში, როცა „ნაპოლიმ“ KK77-ის გარეშე ითამაშა, რადგან მას წელის ტრავმა აწუხებდა, ქომაგები კვლავ აგრძელებენდნენ მხარდაჭერას იმისთვის, რომ კლუბს გამარჯვებები მოეპოვებინა“.

იტალიელი საფეხბურთო აგენტის, ბეპე აკარდის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია უკვე ღირს 100 მილიონი. ამ თემაზე აკარდიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ისაუბრა:

„ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება შეუძლია. კლუბის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფორმაში დაბრუნდებიან ფეხბურთელები მუნდიალის დასრულების შემდეგ. კვარაცხელიას ფასი? ის უკვე ღირს 100 მილიონი“.

სერია ა-ში „ნაპოლი“ 41 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „მილანი“ 33 ქულით იკავებს, „იუვენტუსის“ აქტივში 31 ქულაა.

შეგახსენებთ, Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, „ნაპოლის“ შემტევმა ვარჯიში განაახლა და ეტაპობრივად სრული დატვირთვით მოემზადება. ვარჯიშის განახლების პარალელურად წელის ტრავმის განკურნების მიზნით თერაპიის კურსს აგრძელებს და უახლოეს დღეებში სპალეტის ხელმძღვანელობით გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, ის მომავლის მესია“ - გერმანული ფეხბურთის ლეგენდები მუსიალაზე
„შესაძლოა, ის მომავლის მესია“ - გერმანული ფეხბურთის ლეგენდები მუსიალაზე