მარია კაზაკოვა, გიორგი რევია
Aa
Aa

ოქრო დორტმუნდში - კაზაკოვასა და რევიას ბრწყინვალე გამოსვლა

ფიგურულ ციგურაობაში გერმანიის ქალაქ დორტმუნდში საერთაშორისო ტურნირი (Nrw Trophy) გაიმართა. სპორტული ცეკვების კატეგორიაში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა პირველი ადგილი დაიკავა, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

სპორტული ცეკვების კატეგორიაში 7 წყვილი მონაწილეობდა, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ორი პროგრამის ჯამში 188,38 ქულა მიიღო. კაზაკოვამ და რევიამ რითმულ ცეკვაში 74,73 ქულა აიღეს, თავისუფალ ცეკვაში - 113,65. მეორე ადგილზე პოლონელები გავიდნენ, მესამეზე კი - გერმანელები.

კაზაკოვასა და რევიას წყვილი შემდეგ ტურნირზე იანვარში იასპარეზებს, 23-დან 29 იანვრამდე ფინეთის ქალაქ ეპოოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. კონტინენტის პირველობაზე საქართველო ორი სპორტული წყვილით, ორი მამაკაცით, 1 ქალითა და 1 მოცეკვავე წყვილით გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰიმნი შეასრულა და შეცვალეს - უცნაური შემთხვევა მუნდიალზე
ჰიმნი შეასრულა და შეცვალეს - უცნაური შემთხვევა მუნდიალზე