მარადონას შვილი: “ხვიჩა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია“
Aa Aa
27 ნოემბერი 2022  |  15:24

მარადონას შვილი: “ხვიჩა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია“

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომ მთელი მსოფლიო აალაპარაკა ეს ახალი არავისთვის არის, მაგრამ ყველაზე მეტს მასზე ნეაპოლში საუბრობენ. ქართველ ფეხბურთელს ლეგენდარულ მარადონას ადარებენ და „კვარადონაც“ კი შეარქვეს.

გამოცემა CalioNapoli მარადონას შვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ის სხვადასხვა თემებზე საუბრობს, მათ შორის ხვიჩაზეც.

მარადონა ჯუნიორი:

„გულშემატკივრებს ძალიან უყვარხართ ფეხბურთელების გაბუქება. მამაჩემი არავის ჰგავდა, ის ყველაზე ძლიერი იყო. ახლაც ყველაზე ძლიერია და ყოველთვის ასე იქნება. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ კვარაცხელია არაჩვეულებრივი ფეხბურთელია.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა და რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშო მარცხით დაასრულა
ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშო მარცხით დაასრულა