კატარი 2022
Aa
Aa

ბრაზილიის ნაკრებში თვლიან, რომ სერბები ნეიმარის დამტვრევას განზრახ ცდილობდნენ

ბრაზილიის ნაკრებში თვლიან, რომ სერბები ნეიმარისთვის ზიანის მიყენებას განზრახ ცდილობდნენ. ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „სელესაოს“ სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ სერბეთის ნაკრების ფეხბურთელებს ნეიმარისა და ვინისიუსის განზრახ დაზიანება ჰქონდათ დაგეგმილი და ამას მთელი მატჩი ცდილობდნენ.

ბრაზილიის ნაკრების წარმომადგენლებმა Marca-ს განუცხადეს, რომ ისინი ასეთი დამოკიდებულებისთვის მზად იყვნენ.

„ჩვენ ვიცით, რომ კონკურენტები მათ მიმართ მიზანმიმართული უხეშობით იქნებიან გამორჩეულნი, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდეთ“.

შეგახსენებთ, რომ სერბეთთან მატჩში ნეიმარმა კოჭი იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ბრაზილიელი მერვედფინალებამდე დაბრუნებას ვერ შეძლებს. ამ ეტაპზე უცნობია რა იქნება შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა
სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა