რატომ ეუხეშა სემედო ნეიმარს და ვინ გააგდო ბრაზილიელი ვარჯიშიდან?
Aa
Aa

რატომ ეუხეშა სემედო ნეიმარს და ვინ გააგდო ბრაზილიელი ვარჯიშიდან?

გუშინდელი დღის მთავარი სიახლე, ნეიმარისა და ნელსონ სემედოს ინციდენტი იყო, რომელიც ვარჯიშის დროს მოხდა.

დღეს კი მადრიდული AS-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც ნეიმარს ვარჯიში დაატოვებინა.

გავლენინანი ესპანური გამოცემის მტკიცებით, ჩხუბის შემდეგ კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს, როგორც ჩანს მოთმინების ფიალა აევსო და ნეიმარი ვარჯიშიდან გააგდო.

უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც ნეიმარის სატრანსფერო საგა მიმდინარეობს, თავად ფეხბურთელს კი ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებია, რაც ქომაგების გაღიზიანებას იწვევს. აშკარაა, რომ ბრაზილიელი გუნდისა და მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობას იჩენს. ეს ყველაფერი სოციალურ ქსელშიც აისახა, სადაც ნეიმარის მისამართით უკვე დიდი და ღია აგრესიაა.

და მაინც, რამ გამოიწვია ეს ინციდენტი? სემედოს ერთ-ერთი პირველი ვარჯიშის დროს ნეიმარი მას ისე ეუხეშა, რომ გეგონებოდათ ელ კლასიკო იყო და რომელიმე მადრიდელს სამაგიერო გადაუხადა. ამ მომენტის ამსახველი კადრები,  ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა. როგორც ჩანს, პორტუგალიელმა მცველმა თანაგუნდელს სამაგიერო გადაუხადა, რამაც ბრაზილიელი აღაშფოთა. მისი რეაქცია გადამეტებული და არაპროფესიონალური იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეპიზოდის დროს, ნელსონ სემედოს თავი საკმაოდ ღირსეულად ეჭირა და სიტუაციის გამწვავებაზე არცერთხელ წასულა. საპირისპიროდ, ნეიმარი უწმაწურ ფრაზებს იყენებდა და ბურთებს ისროდა, რაც მისი ვარჯიშიდან მოკვეთით დასრულდა.

ეს ყველაფერი ნეიმარის "ბარსადან" წასვლის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები