"ბარსა" კოუტინიოს ტრანსფერში რაკიტიჩს გამოიყენებს?
ბრიტანული Daily Mirror-ის ცნობით, "ბასელონამ", შესაძლოა, კოუტინიოს სატრანსფერო გარიგებაში ივან რაკიტიჩი ჩართოს.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულმა" თავის ლიდერს ფასი დაადო და მას 133 მილიონ ევროდ შეელევა.
ესპანელები მზად იყვნენ, რომ აღნიშნულ ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა მერსისაიდელთა გუშინდელი ნაბიჯის შემდეგ, ისინი თანხასთან ერთად რაკიტიჩის "ენფილდზე" გაშვებაზე დაფიქრდნენ.
თუმცა საგულისხმოა, რომ ხორვატის გაშვების შემთხვევაში კატალონიელები 100 მილიონს აღარ გადაიხდიან და ახლა ოპტიმალური ფასის ძიებაში არიან.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბლაუგრანაში" გადასვლაზე თანახმაა და იგი ამ საკითხზე იურგენ კლოპს უკვე ესაუბრა.