კატარი 2022
Aa
Aa

კანადასთან მძიმე ბრძოლაში - ბელგიამ მუნდიალი მოგებით დაიწყო

ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მძიმე გამარჯვებით დაიწყო. რობერტო მარტინესის გუნდმა კანადას 1:0 მოუგო.

ჩრდილო ამერიკელებმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და პირველ ტაიმში დაწინაურებაც შეეძლოთ, თუმცა ალფონსო დევისმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ტიბო კურტუამ მისი დარტყმული მოიგერია.

ტაიმის მიწურულს, მიჩი ბაჩუაიმ ტობი ალდერვეირელდის შესანიშნავი პასის შემდეგ, ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში კანადამ აქტიურობა გააგრძელა და ჯამში მათ კარისკენ 21-ჯერ დაარტყეს, როცა ბელგიელებს მხოლოდ 9 დარტყმა ჰქონდათ.

ჯონ ჰერდმანის ნაკრებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჯგუფიდან გასასვლელად კანადელები აუცილებლად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში მაროკომ და ხორვატიამ ფრედ 0:0 ითამაშეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავგადასავალი იწყება“ - რონალდუ განასთან მატჩის წინ
“თავგადასავალი იწყება“ - რონალდუ განასთან მატჩის წინ