კატარი 2022
Aa
Aa

იაპონელთა მწვრთნელი: ეს ისტორიული გამარჯვებაა, ჩვენ გვსურს სწავლა გავაგრძელოთ

იაპონიის მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ გერმანიასთან გამარჯვებაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს არის ისტორიული მომენტი და რბილად რომ ვთქვათ ისტორიული გამარჯვება. რაც შეეხება იაპონური ფეხბურთის განვითარებას, ვფიქრობ, ჩვენ ვიმატებთ იმპულსს და ფეხბურთელები საზღვარგარეთ მიდიან.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ ლიგებმა ხელი შეუწყო ჩვენი იაპონელი ფეხბურთელების შესაძლებლობების განვითარებას, ამიტომ ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ და პატივს ვცემთ ამ ყველაფერს. მაგრამ მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად, ჩვენ ვიბრძვით, რომ გავიმარჯვოთ.

ბევრმა გერმანელმა და ბევრმა ბრწყინვალე ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შეიტანა წვლილი და იაპონურ ფეხბურთს დაეხმარა. დღეს იაპონიამ მოიგო. თუმცა, იაპონიას სურს გააგრძელოს სწავლა გერმანიიდან და მთელი მსოფლიოდან, რათა თამაში უფრო გავაუმჯობესოთ. ჩვენი სამომავლო გეგმა ეს არის“,

- თქვა მორიასუმ.

ამ მომენტისთვის E ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და იაპონია ლიდერობენ. „ფურია როხამ“ კოსტა-რიკა 7:0 გაანადგურა და მეორე ტურში სწორედ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, ეს არ უნდა მომხდარიყო
ფლიკი: ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, ეს არ უნდა მომხდარიყო