გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძემ მცირე სათამაშო დრო მიიღო - ინდიანამ ორლანდო დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდის მორიგი მეტოქე „ორლანდო მეჯიქი“ გახლდათ, რომელიც „ინდიანამ“ მარტივად დაამარცხა და 21-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა - 123:102.

სამწუხაროდ, გოგას ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა. ბითაძე პარკეტზე მაშინ გავიდა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და „ინდიანა“ 23 ქულით იგებდა. ქართველმა ცენტრმა 4 წუთი და 34 წამი ითამაშა და ამ დროში 1 მოხსნის გაკეთება მოასწრო. გოგამ 1 სამქულიანი გააფუჭა, 1 დაკარგვა ჰქონდა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

„ინდიანას“ ბენედიქტ მატურინმა ულიდერა, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან 22 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ტი ჯეი მაკკონელს 19 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ტაირიზ ჰალიბერტონმა 18 ქულა, 14 ასისტი და 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო ოშეი ბრისეტი 18 ქულას დასჯერდა.


„ინდიანას“ 10 მოგება და 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 გახლავთ. „პეისერსმა“ ზედიზედ 5 შეხვედრა ბოლოს 2020 წლის იანვარში მოიგო და წარმატებული სვლის გაგრძელებას 24 ნოემბერს შეეცდება, როცა „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს მუნდიალის დაწყებამდე ვთქვი“ - კოლინა არბიტრთა მიერ დამატებულ წუთებზე
    „ეს მუნდიალის დაწყებამდე ვთქვი“ - კოლინა არბიტრთა მიერ დამატებულ წუთებზე