ილია თოფურია
Aa
Aa

UFC-ის ოცნების გუნდი - ილია თოფურია ცენტრალური ნახევარმცველია

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, Mmasucka.com-მა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ოცნების გუნდი შემოგვთავაზა, რომელიც UFC-ის მებრძოლებითაა დაკომპლექტებული. თერთმეტეულში მხოლოდ მუნდიალზე გასული ქვეყნების მებრძოლები მოხვდნენ და „ელ მატადორი“ ესპანეთს წარმოადგენს, რაც MMA-ის ქართველი ქომაგებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არაა.

„ცენტრალური ნახევარდაცვის წყვილი ილია თოფურიასგან და მარლონ ვერასგან შედგება. თოფურია გერმანიაში დაიბადა, მაგრამ ესპანეთიდან ჩხუბობს. მას წარმოდგენა არ აქვს, წაგება როგორი შეგრძნებაა და 12-დან ყველა ბრძოლაში იმარჯვა, UFC-ში კი მის ანგარიშზე 4 მოგებაა. გამარჯვებისკენ სწრაფვა და თავდადება, მაშინაც კი, როცა მეტოქეზე უკანაა და მარცხდება, მას ნახევარდაცვის იმ მაესტროდ აქცევს, რომელიც ამ გუნდს სჭირდება“, - წერს გამოცემა.

გეტყვით იმასაც, რომ მეკარის პოზიცია ტომ ასპინალს უკავია, ბრენდონ მორენო მარჯვენა მცველია, სირილ განი და მაიკლ ჩენდლერი ცენტრალური მცველები არიან, მარცხენა ფლანგზე ლეონ ედვარდსი მოქმედებს, ჩამშლელის როლში ამანდი რიბასი გვევლინება, მარჯვენა გარემარბი მანონ ფიორო გახლავთ, მარცხენა ვინგერი - შონ ომალი, ხოლო თავდამსხმელი ფრანსის ნგანუა.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი - ვუნდერკინდი, რომელსაც შეუძლია, ხვიჩას ნაბიჯებს გაუყვეს
ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი - ვუნდერკინდი, რომელსაც შეუძლია, ხვიჩას ნაბიჯებს გაუყვეს