ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე
Aa
Aa

კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „მილანის“ ყოფილმა მცველმა ნობელ არუსტამიანს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ თავის ყოფილ კლუბს „კვარას“ შეძენა ურჩია, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

„დიახ, მქონდა შესაძლებლობა და მილანს კვარაცხელიას შეძენა ვურჩიე, თუმცა პარალელურად, ნაპოლის ხელმძღვანელებთან ვსაუბრობდით. ჯენარო გატუზოსთან გვქონდა კონტაქტი, რომელიც მაშინ პარტენოპეის მთავარი მწვრთნელი იყო. მის გარდა, კლუბის სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის ვესაუბრებოდით და ნაპოლიმ ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა.

მილანის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ კვარაცხელიას შეხედავდნენ და დააკვირდებოდნენ. მათი მესმის. ძალიან ძნელია, ამხელა თანხა გადაიხადო ფეხბურთელში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს, თუმცა კვარაცხელია ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა და ყველა მონაცემი აქვს, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი გახდეს.

მილანი კარგადაა დაკომპლექტებული და ხვიჩას პოზიციაზე რაფაელ ლეაუ თამაშობს. მესმის, როსონერიმ ეს არჩევანი რატომ გააკეთა. კლუბს ძლიერი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც ყოველ გადაწყვეტილებას დიდი ფიქრის შემდეგ იღებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ხვიჩა მილანში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთი სწორედ ესაა. ნაპოლიმ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და ეჭვი არ მეპარება, რომ კლუბის ხელმძღვანელები ბედნიერი არიან, რათა გარისკეს და კვარაცხელია გაიფორმეს.

ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ყველა შანსი აქვს, რათა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს. იგი ამისთვის საჭირო ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევა, ტაქტიკური გადმოსახედიდან კი იტალიაში პროგრესის მიღწევაში დაეხმარებიან. მას საკმარისი ტალანტი აქვს, რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და სწორედ ამას ვუსურვებ. დროს ვპოულობ და ხვიჩასთან ვსაუბრობ ხოლმე. მას ვქომაგობ და ამას მომავალშიც გავაგრძელებ. ვცდილობ, ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან მხარი დავუჭირო, რადგან როცა ასეთ სერიოზულ კლუბში თამაშობ, დიდ წნეხთან გიწევს გამკლავება“.

შეგახსენებთ, რომ ახლა „ნაპოლი“ მუნდიალის პაუზაზეა გასული და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს, სტუმრად „ინტერთან“ გამართავს. თუმცა, მანამდე ლუჩიანო სპალეტის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის დაბრუნდება კვარა - იტალიური მედია თარიღს აანონსებს
როდის დაბრუნდება კვარა - იტალიური მედია თარიღს აანონსებს