ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი
Aa
Aa

ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი - ვუნდერკინდი, რომელსაც შეუძლია, ხვიჩას ნაბიჯებს გაუყვეს

Enrgsport.com-ი სპორტული ვებგვერდია და აქვს რუბრიკა „Diamonds in the rough“, რომელშიც საფეხბურთო სამყაროსთვის უცნობ პერსპექტიულ ახალგაზრდებზე წერს. ამჯერად, ვებგვერდის ყურადღების ცენტრში „დინამო თბილისის“ ქართველი ნახევარმცველი, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი მოექცა და 18 წლის მოთამაშეზე ვრცლად ისაუბრა.

„ნაპოლი სცენად იქცა, რომელზეც ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინავს, ამან კი ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი გააღვივა. საერთაშორისო ფეხბურთთან მიმართებით, საქართველოს ბევრი რამის ჩვენება არ შეუძლია, მაგრამ არის შანსი, იქ იყოს, თავსატეხის ნაწილები, რომელთა დახმარებითაც შესანიშნავი ეროვნული ნაკრების შექმნა შეიძლება.

კვარაცხელიას ყოფილ გუნდში, დინამო თბილისში ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი იწყებს კაშკაშს. უჩვეულო გვარის მქონე ფეხბურთელი 18 წლისაა, მაგრამ აჩვენებს ისეთ თავდადებასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას, როგორიც მისი ასაკის მოთამაშეებს არ ახასიათებთ. პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა მან წლეულს ჩაატარა და სათასო მატჩში დინამო თბილისის სარეზერვო გუნდში ითამაშა.

ცხოვრებაშვილის შესაძლებლობებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ საფეხბურთო ინტელექტი ნამდვილად აქვს. იგი შეტევაზე ხვიჩასნაირად არაა ორიენტირებული, თუმცა იერიშებს საკუთარი ნახევრიდან ჭკვიანური მოქმედებებით იწყებს და მეტოქე გუნდის დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს ბრწყინვალე პასებითა და მოედნის ხედვის შესანიშნავი უნარით ჭრის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელის თავდადება ნათლად გამოიხატება დაუღალავად სირბილში, რომელსაც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშისას მიმართავს. ეს ის თვისებაა, რომელიც ყველა ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს. უბურთოდ ყოფნისას იგი პოზიციას შესანიშნავად არჩევს და სამუშაო ეთიკით გამოირჩევა, რაც მის გუნდს საშუალებას აძლევს, მასზე მორგებული დაცვითი სქემა შექმნას და ამით სარგებელი მიიღოს. მას ბრწყინვალე ნიშნები აქვს ფეხბურთელის, რომელსაც შეუძლია, პრესინგის საწინააღმდეგო მანქანად იქცეს. მოთამაშეები, რომლებიც თავიანთ გუნდებს კონკრეტული ტაქტიკით ასპარეზობის საშუალებას აძლევენ, ძალიან ძვირფასი არიან და ცხოვრებაშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში სწორედ ამას აკეთებს.

არის რაღაცები, რაშიც მან უნდა მოუმატოს და თუ პრემიერ ლიგის მსგავს ჩემპიონატში გადასვლა სურს, ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლაზე ორიენტირებული უფრო მეტად უნდა იყოს. 18 წლის ცხოვრებაშვილს დიდი დრო აქვს, რათა თავის პოტენციალს მიაღწიოს. გვჯერა, ბუნდესლიგაში ან ჩემპიონატში გადასვლა, სადაც სათამაშო დროს მიიღებს, ახალგაზრდა და ენერგიულ ქართველ ფეხბურთელს ძალიან დაეხმარება“, - წერს ვებგვერდი.

სხვათა შორის, ქართველ ნახევარმცველამდე, Enrgsport.com-ის ყურადღების ცენტრში თალისი და ჯეიმი ლოურენსი მოექცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართლა დაგვცინიან“ - კატარში ყალბი გულშემატკივრები გამოჩნდნენ
„მართლა დაგვცინიან“ - კატარში ყალბი გულშემატკივრები გამოჩნდნენ