თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„გამორჩეული ფანჯარა ჰქონდა“ - FIBA-მ შენგელია გამოარჩია

ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაზე, კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 11 ნოემბერს ჯერ სტუმრად ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით, 88:85 გაიმარჯვა, 14 ნოემბერს კი საკუთარ მოედანზე იტალიასთან დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით, 84:85 დამარცხდა.

ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო ჩვენი გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც ტრავმის შემდებ ნაკრებში პირველად ითამაშა. 30 წლის კალათბურთელმა ისლანდიასთან ორმაგი დუბლი შეასრულა: 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ბლოკი, იტალიის წინააღმდეგ კი თავი 15 ქულით, 4 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით და 1-1 ჩაჭრა-ბლოკით დაგვამახსოვრა.

შენგელია VS ისლანდია

სანაკრებო პაუზის შემდეგ, თოკო FIBA-ს რჩეულებშიც მოხვდა. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარ ვებ-გვერდზე ქართველი კალათბურთელის შესახებაც დაწერა. ამასთან გულშემატკივრებს შორის მიმდინარეობს გამოკითხვა ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის შესახებაც, სადაც მონაწილეობას თორნიკე შენგელიაც იღებს.

რა წერს FIBA:

თორნიკე შენგელიამ ამ ფანჯარაზე საქართველოს კინაღამ ორი ფანტასტიკური მატჩი მოაგებინა, მაგრამ ყველაზე მთავარი ისლანდიასთან გამარჯვება იყო, რომელიც ამ ქვეყნის ვარსკვლავის დიდი დამსახურებით მოხდა. ისლანდიასთან მოგებულ შეხვედრაში შენგელია ძალიან პროდუქტიული იყო 27 ქულით, 11 მოხსნით, 4 პასით და 1 ბლოკით. აღმოსავლეთ ევროპელებმა შინ კინაღამ იტალიასთანაც მოიგეს, თუმცა შენგელიას გადამწყვეტი სროლა საფინალო სირენის შემდეგ იყო.

შეგახსენებთ, რომ ისლანდიასთან გამარჯვებით, ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. თუ საქართველოს ნაკრები თებერვალში ისლანდიას თბილისი არენაზეც დაამარცხებს, მაშინ ქართველი კალათბურთელები ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას იზეიმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხმა მიეცი შენგელიას! - კაპიტანს ჩვენი დახმარება სჭირდება
ხმა მიეცი შენგელიას! - კაპიტანს ჩვენი დახმარება სჭირდება