ნეიმარი ტიაგო სილვას, დანი ალვეშსა და მარკინიოსს ესაუბრა
Aa
Aa

ნეიმარი ტიაგო სილვას, დანი ალვეშსა და მარკინიოსს ესაუბრა

ბრაზილიური და ესპანური პრესის ცნობით, ნეიმარს, დანი ალვეშს, ტიაგო სილვასა და მარკინიოსს შორის საუბარი შედგა.

როგორც ირკვევა, ნეიმარმა თანამემამულეებს უთხრა, რომ "პსჟ"-ში გადასვლა გადაწყვეტილი აქვს. შესაბამისად, ბრაზილიელი მეგობრები "ბარსას" სუპერვარსკვლავს მომავალ კვირას პარიზში ელოდებიან.

ასევე იწერება, რომ ნეიმარის "პსჟ"-ში შესაძლო ტრანსფერში დანი ალვეშს დიდი როლი აქვს. იგი 25 წლის შემტევის უახლოესი მეგობარია.

ჩვენის მხრივ აღვნიშნოთ, რომ ეს ცნობა ნეიმარის გარემოცვამ გაავრცელა, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები