თორნიკე შენგელია, ჯანმარკო პოზეკო
Aa
Aa

“შენგელია ერთ-ერთი საუკეთესოა“ - პოცეკო საქართველოს დამარცხების შემდეგ

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა და 84:85 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმართა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენმარკო პოზეკომ კომენტარი გააკეთა.

პოზეკო:

„პირველ რიგში საქართველოს კარგ მატჩს ვულოცავ. მათ მართლაც დიდებულად ითამაშეს. პარკეტზე მყოფი მოთამაშეები დაღლილები იყვნენ, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწია. ვფიქრობ, ორივე ნაკრებისთვის კარგი შეხვედრა გამოვიდა. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩემი მოთამაშეები მიყვარს. როდესაც ასეთი სიყვარული არსებობს უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია. ლიმიტს სცდები. სწორედ ეს იყო, რაც დღეს გავაკეთეთ, რაც ესპანეთთან გავაკეთეთ, რაც ევრობასკეტზე გავაკეთეთ..

ჩემი კალათბურთელები არასდროს ნებდებიან. ისინი ბოლო წამამდე თამაშობენ. დღეს მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ასევე მინდა შევაქო ჩემი სტაფი, რადგან მათ ფიზიკურად ძალიან კარგად მოამზადეს ნაკრები. მოთამაშეები თავდაჯერებულები იყვნენ და დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშეს. დღეს მტკიცე ხასიათი გამოავლინეს. დაცვამ დიდებულად ითამაშა ისეთი ძლიერი კალათბურთელის წინააღმდეგ, როგორიც თორნიკე შენგელიაა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში.“

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებიდან მხრიდან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც არასრულ 34 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იტალიას კი 15 ქულით სპისუმ ულიდერა. ასევე გეტყვით, ამ წაგების შემდეგ საქართველოს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 ქულით - საქართველო იტალიასთან დამარცხდა
1 ქულით - საქართველო იტალიასთან დამარცხდა