Marca: რონალდუს მომავალი გარკვეულია!
მადრიდული Marca-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია.
გუშინ გამოცემის საიტზე პორტუგალიელი ვარსკვლავის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
„კლუბთან ერთად მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება შესანიშნავი იყო, ისევე როგორც ინდივიდუალური ჯილდოების მოგება. ამ ყველაფრის გამეორება ბრწყინვალე იქნებოდა.
წლიდან წლამდე დაუღალავად უნდა იშრომო და იბრძოლო. მე შრომას ვაგრძელებ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და მისით სიამოვნებას ძველებურად ვიღებ“. - როგორც Marca წერს, მას შემდეგ, რაც რონალდუს წასვლაზე საუბარი დაიწყო, მან „რეალთან“ ერთად მომავალზე მსგავსი განცხადება პირველად გააკეთა.
კრიშტიანუ „სამეფო კლუბთან“ ერთად ამერიკულ ტურნეში არ იმყოფება. ის არდადეგებს მეგობარ გოგონა ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ატარებს, რომელიც ფეხბურთის სუპერვარსკვლავისგან ბავშვს ელოდება.