Aa
Aa

"მატყუარა და ფულის მონა" - ბერნარდესკის "ფიორენტინას" ფანები აუმხედრდნენ...

ტურინის „იუვენტუსში“ გადასულ ფედერიკო ბერნარდესკის „ფიორენტინას“ ფანები მატყუარას უწოდებენ და მის მიმართ შეურაცხმყოფელ ბანერებს აქვეყნებენ.

„შენ შეურაცხყვე ქალაქი ტყუილებით“.

„დახარჯავ შენს მილიონებს და იმედია, მიხვდები, რომ ფულის მონა ხარ“. - მსგავსი ბანერები გუშინ ფლორენციის ქუჩებში გაჩნდა.

ბერნარდესკი „იუვენტუსმა“ გუშინ ოფიციალურად გაიფორმა. მის ტრანსფერში „ფიორენტინამ“ 40 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო 5 მილიონი ბონუსების სახით ჩაერიცხება.

იტალიაში ამ ტრანსფერს რობერტო ბაჯოს 1990 წელს „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ გადასვლას ადარებენ. ბაჯოს ტრანსფერმა კლუბების გულშემატკივრებს შორის არსებული მტრული დამოკიდებულება კიდევ უფრო გააღვივა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები