ხვიჩა კვარაცხელია, რიკარდო კაკა
Aa
Aa

„ამ ბიჭის ფანტაზია ყოველთვის მაოცებს“ - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა

მადრიდის „რეალისა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ვეტერანმა ბრაზილიელმა მოსაზრება მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოთქვა.

რას ამბობს კაკა:

მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გარკვეულწილად ყველაფერზე იმოქმედებს. ახლა სეზონში თბილი, თუმცა არც თუ ისე ცხელი ტემპერატურაა. ახლა თამაშები მრავლადაა და გადაღლილობაც იგრძნობა, თუმცა პაუზის დროს მგზავრობაც ნაკლები იქნება და აღგენითი პროცესიც არ იქნება საჭირო.

კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ის შესანიშნავი სიურპრიზია. სამწუხაროა, რომ მას და ჰოლანდს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევთ. ამ ბიჭის ფანტაზია ყოველთვის მაოცებს. ის განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისგან. თამაშის დროს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რომელსაც სხვა ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და თავი 8-8 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „მილანს“, რომელმაც გუშინდელ მატჩში „კრემონეზესთან“ ქულები დაკარგა, 8 ქულით უსწრებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას შაბათს, კვლავ საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართავს, ამის შემდეგ კი მუნდიალის პაუზაზე გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სკუდეტოს მოგება? რეალურია, მაგრამ ჯერ ძალიან შორია“ - სპალეტიმ ემპოლისთან მატჩი შეაფასა
„სკუდეტოს მოგება? რეალურია, მაგრამ ჯერ ძალიან შორია“ - სპალეტიმ ემპოლისთან მატჩი შეაფასა