ემპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო ძანეტი
Aa
Aa

ემპოლის მწვრთნელი: კვარას არყოფნა ჩვენთვის შვება არ იქნება

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ემპოლის“ დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, წელის ტკივილის გამო ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ამის მიუხედავად, „ემპოლის“ მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ხვიჩას არყოფნა მისი გუნდისთვის შვება არ იქნება.

რა თქვა ძანეტიმ:

ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდია „ნაპოლი“. ისინი ამჟამად ევროპული ფეხბურთის ტოპ-სამ კლუბში შედიან. ამის არაღიარება სპალეტის უპატივცემულობაც იქნება. სასტარტო თერთმეტეულს ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე შევარჩევ. იმის მიუხედავად, რომ მათ კვარაცხელია დააკლდებათ, ეს ჩვენთვის შვება ნამდვილად არ იქნება. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ „ნაპოლი“ საერთო ჯამში გუნდურად არის ძლიერი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ემპოლის“ დაპირისპირება საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება. როგორც გითხარით, აღნიშნულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამორიცხულია, თუმცა შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა შაბათს, „უდინეზესთან“ დაგეგმილი მატჩის გამოტოვოს და გუნდს მუნდიალის პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალბა და ხვიჩა ერთად? - ნაპოლი დიდ ინტერესს იჩენს
ალბა და ხვიჩა ერთად? - ნაპოლი დიდ ინტერესს იჩენს