ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მუნდიალის შემდეგ დაბრუნდება? - ბოლო ცნობები ხვიჩას ჯანმრთელობაზე

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის ტრავმა აწუხებს, რის გამოც სერია A-ს გასულ ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა. იტალიური მედიის ცნობით, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ვერც სამშაბათს, „ემპოლის“ წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ცოტა ხნის წინ, სააგენტო SpazioNapoli-მ ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბოლო ცნობები გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი დღეს „ნაპოლის“ ბაზაზე იმყოფებოდა და სავარჯიშო პროცესს დაესწრო, თუმცა უშუალოდ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, „ემპოლისთან“ თამაში გამოირიცხა.

SpazioNapoli ასევე წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელებს და სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთელის მიმართ დამატებითი გართულებების თავიდან აცილება სურთ, რის გამოც ხვიჩას შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგაც არ ათამაშებენ. ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი „ნაპოლისთვის“ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო იქნება, რის შემდეგაც გუნდი ერთთვიან პაუზაზე გავა. სააგენტოს ინფორმაციით, კვარაცხელია სწორედ მუნდიალის შესვენების შემდეგ შეძლებს დაბრუნებას.

საგულისხმოა, რომ 17 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა კვარას თამაში ამ მატჩშიც საეჭვოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა სახლს ტოვებს და Britannique-ში ბრუნდება - მიზეზი ძარცვაა
ხვიჩა სახლს ტოვებს და Britannique-ში ბრუნდება - მიზეზი ძარცვაა