ბარსა მან. იუნაიტედის წინააღმდეგ - ევროპა ლიგის წილისყრის შედეგები
UEFA-ს ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრის შედეგები ცნობილია. განსაკუთრებით გამორჩეული დაპირისპირება „ბარსელონასა“ და „მან. იუნაიტედს“ შორის შედგება, ევროპა ლიგაზე ყველაზე დიდი ინტერესი აღნიშნული წყვილის მიმართაა.
ბარსელონა - მან. იუნაიტედი
იუვენტუსი - ნანტი
სპორტინგი - მიდტიულანდი
შახტარი - რენი
აიაქსი - ბერლინის უნიონი
ლევერკუზენი - მონაკო
სევილია - პსვ
ზალცბურგი - რომა
1/16-ფინალურ ეტაპზე არ ითამაშებენ და პირდაპირ მერვედფინალში გავიდნენ ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნები. შესაბამისად, პლეი-ოფის პირველ სტადიას შემდეგი 8 გუნდი გამოტოვებს: არსენალი, ფენერბაჰჩე, ბეტისი, სენ-ჟილი, სოსიედადი, ფეიენოორდი, ფრაიბურგი, ფერენცვაროში.
ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი 2023 წლის 31 მაისს, პუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.