ანასტასია კუვაევა
Aa
Aa

დიდი წარმატება - 15 წლის ანასტასია კუვაევა ევროპის თასის გამარჯვებული გახდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე კადეტ გოგონათა ევროპის თასზე (EFC Cadet Circuit) საქართველოს სახელით მოასპარეზე 15 წლის მოფარიკავემ, ალექსანდრა კუვაევამ ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ახალგაზრდა მოფარიკავემ, რომელიც ხმლით ფარიკაობაში გამოდიოდა, ტურნირის ფინალში ბულგარელი თანატოლი, კალინა ატანასოვა დაძაბულ ბრძოლაში 15:12 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალამდე კუვაევამ ნახევარფინალში პოლონელ კაროლინა ჰოფმანს 15:12 მოუგო, ¼ ფინალში თურქი ნეჰირ ილდირიმი 15:13 დაამარცხა, უფრო ადრე ასევე 3 თურქი - აიშა კელესი, აისე ბეტუი დოგანი, ნერის ადა კაბედერე და ბულგარელი მარიელა გეორგიევა გამოთიშა ასპარეზობას.

საგულისხმოა, რომ ჯგუფურ ეტაპთან ერთად, ქართველ მოფარიკავეს 11 შეხვედრის გამართვა მოუწია და ყველა გამარჯვებით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ოქროს დროში - მაისურაძის ბრინჯაო ბაქოში
გამარჯვება ოქროს დროში - მაისურაძის ბრინჯაო ბაქოში