ლივერპული, იურგენ კლოპი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

თუ კლოპს გაუშვებენ - ჩელსი ტუხელთან დაიწყებს მოლაპარაკებას

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში „ლივერპულს“ საკმაოდ უჭირს. კლოპის გუნდი 12 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. გერმანელი სპეციალისტი მერსისაიდში მე-7 სეზონს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდში“ იურგენ სწორედ მე-7 სეზონი ჩაუვარდა და სწორედ ამის შემდეგ დატოვა გერმანული კლუბი. ეს ფაქტი ინგლისშიც კარგად იციან და მას „ლივერპულიდან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL იუწყება, რომ მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა კლოპს აკვირდება და შესაძლოა სულ მალე გაათავისუფლონ. მის შემცვლელად კი წყარო ტომას ტუხელს ასახელებს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ „ჩელსიდან“ დაითხოვეს.

ჯერჯერობით, იურგენის პოზიციებს ის ამყარებს, რომ „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი მარტივად დაძლია. პირველ ტურში „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ, მერსისაიდელებმა ყველა მატჩი მოიგეს, მათ შორის ბოლო ტურში სპალეტის შეგირდები 2:0 დაამარცხეს.

აქედან გამომდინარე, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, თუმცა თუ Goal.Com-ს დავუჯერებთ, კლოპის გათავისუფლების შემთხვევაში, ხელმძღვანელობა ტუხელთან დაიწყებს მოლაპარაკებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის დარჩენის შანსები იზრდება - პსჟ ოპტიმისტურ განწყობაზეა
მესის დარჩენის შანსები იზრდება - პსჟ ოპტიმისტურ განწყობაზეა