გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეს დაბრუნება - ბრწყინვალე სტატისტიკა კონფერენს ლიგაზე

ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა და „სლოვანს“ პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა. „ჩაკვეს“ ასპარეზობას „ტვიტერის“ ცნობილი გვერდი, Football Talent Scout-ი გამოეხმაურა და 23 წლის შემტევის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

„ჩაკვემ“ კონფერენს ლიგაზე 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაა. საშუალოდ 90 წუთში, იგი 43 გადაცემას აკეთებს, მისი პასების 86 პროცენტი კი ზუსტია. ამასთან, ჩაკვეტაძემ 4 დიდი მომენტი შექმნა, საშუალოდ 90 წუთში 3.4 საკვანძო პასსა და 3.9 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს, მისი დრიბლინგებიდან წარმატებული კი 63 პროცენტია.

შეგახსენებთ, რომ Opta Analyst-ის მიხედვით, კონფერენს ლიგაზე ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი სწორედ ჩაკვეტაძე გახლდათ. მან ჯგუფურ ეტაპზე 505 წუთი ითამაშა. სტატისტიკის მიხედვით, 7-ჯერ დაარტყა, 15-ჯერ თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო კიდევ 15-ჯერ სახიფათო მომენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.

გარდა ამისა, Sofascore-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით კონეფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საკვანძო გადაცემების საშუალო მაჩვენებლით გიორგი ჩაკვეტაძე პირველ ადგილზეა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,2 საკვანძო პასს ასრულებდა. მეორე პოზიციას კრისტიანო ბირაგი და დავიდ იურაშეკი იკავებენ, ორივე მოთამაშე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,6 საგოლე გადაცემას ასრულებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია ა-ში ხვიჩა მეორეა - Opta Analyst-ის საინტერესო სტატისტიკა
სერია ა-ში ხვიჩა მეორეა - Opta Analyst-ის საინტერესო სტატისტიკა