მესი პსჟ-დან წასვლას ლიგის მოგების გარეშე არ აპირებს
Aa
Aa

მესი პსჟ-დან წასვლას ლიგის მოგების გარეშე არ აპირებს

ფრანგული L'Équipe-ის ცნობით, ლეო მესის პსჟ-დან დიდი ტურნირის მოგების გარეშე წასვლა არ სურს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი გუნდში ხშირად საუბრობს მნიშვნელოვანი თასის მოგებაზე. პსჟ-სა და ლიგა 1-ის დონეს თუ გავითვალისწინებთ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ლეოს საუბარი ჩემპიონთა ლიგაზე აქვს.

L'Équipe-ი წერს, რომ მესი პარიზული კლუბის დატოვებას იქამდე არ აპირებს, სანამ ლიგას არ მოიგებს.

გარდა ამისა, ლიონელი აქტიურად არის ჩართული გუნდის ცხოვრებაში. ის მუდმივად ურთიერთობს პსჟ-ს მწვრთნელთან, კრისტოფ გალტიესთან, მესის ინტერესი ტაქტიკის მიმართ შთამბეჭდავია. „ლა პულგას“ მიერ ინდივიდუალური საუბრების დროს გამოთქმული იდეები, რომლებიც ტაქტიკურ მონახაზს ეხება, 56 წლის სპეციალისტზე შთაბეჭდილებას ახდენს.

ამრიგად, ლეო ჩართულია პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებში.

აღსანიშნავია, რომ მესის პსჟ-ში დიდი ავტორიტეტი აქვს. ის იშვიათად საუბრობს მთელი გუნდის წინაშე, მაგრამ ინდივიდუალურ საუბრებში თანაგუნდელებს გამოცდილებას უზიარებს.

მესის კარგი წარმოდგენა აქვს პსჟ-ს სპორტულ მრჩეველ ლუის კამპოსზეც, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ არგენტინელთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს და ეს მსოფლიო ჩემპიონატამდე მოხდეს, თუმცა ლეო მუნდიალამდე არაფრის გადაწყვეტას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამოსი: ნაკრებში დაბრუნებაზე ვოცნებობ
რამოსი: ნაკრებში დაბრუნებაზე ვოცნებობ