სტეფ კარი, ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ჯამალ მიურეი, რასელ უესტბრუკი, ლონი უოკერი, ჯორდან პული, სადიქ ბეი, კეიდ კანინგემი
Aa
Aa

ლეიკერსის პირველი გამარჯვება - გოლდენ სტეიტმა დეტროიტთან წააგო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ მიმდინარე რეგულარულში პირველი გამარჯვება იზეიმა. ლებრონ ჯეიმსი და კომპანია საკუთარ კედლებში „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდნენ და კოლორადოელებს, რომლებთანაც რამდენიმე დღის წინ წააგეს, 121:110 სძლიეს.

„ლეიკერსს“ „მეფემ“ ულიდერა და 26 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 23 ქულა, 15 მოხსნა. ლონი უოკერმა თავი 18 ქულითა და 2 ასისტით გამოიჩინა, რასელ უესტბრუკი კი სათადარიგოთა სკამიდან შესანიშნავი იყო და 18 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა. „დენვერის“ რიგებში 23 ქულითა და 14 მოხსნით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა. ჯამალ მიურეის 21 ქულა ჰქონდა, ხოლო აარონ გორდონს - 18.

„ლეიკერსის“ მსგავსად, კარგი სტარტი არც მოქმედ ჩემპიონს, „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ აქვს. „მეომრებმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს და გამთენიისას, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „დეტროიტ პისტონსთან“ დამარცხდნენ - 114:128.

„დეტროიტის“ სასტარტო ხუთეულმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 111 ქულა ჩააგდო. საუკეთესო სადიქ ბეი იყო - 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი. აიზეია სტიუარტმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 24 ქულა, 13 მოხსნა. კეიდ კანინგემს სამმაგ დუბლამდე ერთი ასისტი დააკლდა - 23 ქულა, 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, ბოგდანოვიჩის ანგარიშზე კი 21 ქულა გახლდათ. „გოლდენ სტეიტის“ მხრიდან სტეფ კარი და ჯორდან პული გამოირჩნენ - 32 და 30 ქულა, ენდრიუ უიგინსის ანგარიშზე კი 10 ქულა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან ქართველი ხალხი გააერთიანა“ - რას წერს იტალიური სააგენტო კვარაზე და საქართველოზე
„მან ქართველი ხალხი გააერთიანა“ - რას წერს იტალიური სააგენტო კვარაზე და საქართველოზე