ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ გამარჯვების გოლი - კიტეიშვილმა შტურმს ისევ მოაგებინა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „რიდს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გატანა და ამჯერადაც, მისი გოლი ისევ გამარჯვების აღმოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 81-ე წუთამდე ითამაშა. ამ დროის განმავლობაში კიტე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაშიც ლომის წვლილი დაიდო.

71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, კიტეიშვილმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ბრწყინვალედ ისარგებლა და ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი ევროპა ლიგის მე-5 ტურში, „ფეინოორდის“ წინააღმდეგაც გაიტანა.

გრაცის „შტურმი“ 14 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფლორენტინო, კვარა რეალში, ეს შესაძლებელი გახადე“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩაზე
“ფლორენტინო, კვარა რეალში, ეს შესაძლებელი გახადე“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩაზე