სერხიო ბუსკეტსი, რუბენ ნევეში
Aa
Aa

ბარსა იანვარში ბუსკეტსის შემცვლელის შეძენას გეგმავს

„ბარსელონა“, რომელმაც 2022/23 წლების სეზონის პირველი ნაწილი არასახარბიელოდ დაიწყო, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურობას გეგმავს.

ESPN-ის ცნობით, კატალონიელები მინიმუმ 1 ტრანსფერის განხორციელებას აპირებენ. პირველ რიგში საუბარია სერხიო ბუსკეტსის შემცვლელის შეძენაზე. კლუბის რადარზე 2 კანდიდატია - რუბენ ნევეში (ვულვზი) და მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი).

სუბიმენდიმ „სოსიედადთან“ კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი ღირებულება 60 მილიონი ევრო გახდა. რაც შეეხება ნევეშს, „ვულვზთან“ მისი ხელშეკრულება 2024 წლამდეა ძალაში. პორტუგალიელი შუახაზელის გაფორმება ამ გადმოსახედიდან ყველაზე მარტივად მოსჩანს. ფეხბურთელს ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აქვს და უკვე დაადასტურა, რომ „ბარსელონაში“ თამაში სურს.

„ბარსას“ ჯერჯერობით ეჭვი ეპარება იმაში, რომ ნევეში ბუსკეტსს სრულფასოვნად შეცვლის და აქედან გამომდინარე მის დამატებას იჯარით გეგმავენ, რასაც გამოსყიდვის შესაძლებლობაც მოჰყვება. „ვულვზიდან“ მსგავსად იქნა გადაბირებული ადამა ტრაორეც, რომელიც საბოლოოდ „ბლაუგრანამ“ არ გამოისყიდა.

ამ მომენტისთვის კლუბს არ გადაუწყვეტია, თუ ვის დაიმატებს. არის კიდევ რამდენიმე გვარი - ედსონ ალვარესი (აიაქსი), იბრაჰიმ სანგარე (პსვ), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა) და ჟორჟინიო (ჩელსი).

შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და სერხიო გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა