ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის წარმატების განმაპირობებელი 5 მიზეზი - Daily Mail-ის აზრით, ერთ-ერთი კვარაა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა „ნაპოლის“ სტატია მიუძღვნა და „პარტენოპეის“ წარმატების განმაპირობებელი 5 მიზეზი დაასახელა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ისაა, რომ ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიაა და სტატიის ავტორი მასზე დადებითად საუბრობს.

„2018 წლის შემდეგ, როცა კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსში გადავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იტალიურ ფეხბურთში ალბათ, საუკეთესო გარიგებაა. ქართველი ფეხბურთელის უნარი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს და წნეხს გაუმკლავდეს, მას სერია A-ზე უდიდესი გავლენის მოხდენაში დაეხმარა.

კვარაცხელია ცივი რუსეთიდან, ცხელ ნეაპოლში გადავიდა, რათა ტოპ კლასის მოთამაშე გამხდარიყო და საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელების წინააღმდეგ ეთამაშა. მან უკვე მიაღწია პირველ მიზანს, რომელიც სერია A-სთან ადაპტაციის გავლა გახლდათ, ახლა კი შეუძლია, თავისი პოპულარობა 2-მილიონიანი ქალაქის ბედის გადაწყვეტითა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში გუნდისთვის ბიძგის მიცემით გაზარდოს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკვე დროის ამბავია, მშობლები თავიანთ შვილებს მის სახელს როდის დაარქმევენ და ბავშვები მისნაირ ვარცხნილობას როდის გაიკეთებენ. ხვიჩას წვერი იტალიური სატელევიზიო შოუს, „გომორას“ პერსონაჟთა წვერს წააგავს და დალაქებთან მისულ ნეაპოლელ ახალგაზრდებს შორის ეს სტილი უკვე ძალიან მოთხოვნადია.

კვარაცხელია საუკეთესო ტრანსფერია მათ შორის, რომლებიც იტალიურმა ტოპ კლუბებმა ზაფხულში გაჩარხეს და იგი ნეაპოლში სუპერვარსკვლავის სტატუსის მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა. მას ესპანურ და ინგლისურ კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ ნაპოლის თავისი ვუნდერკინდის გაყიდვის სურვილი არ აქვს. მისი ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა და საეჭვოა, ნაპოლიმ უფრო ნაკლების სანაცვლოდ დათმოს“.

გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩას გარდა, ბრიტანული გამოცემის მიერ დასახელებულ მიზეზთა შორის ლუჩანო სპალეტის მიერ გაწეული სამუშაო, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა, ვიქტორ ოსიმენის ასპარეზობა და კიმ მინ ჯეს თამაში გახლდათ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარწმუნებული ვიყავი, რომ თავიდანვე შეძლებდა თავის დამკვიდრებას“ - ბადრი კვარაცხელია
„დარწმუნებული ვიყავი, რომ თავიდანვე შეძლებდა თავის დამკვიდრებას“ - ბადრი კვარაცხელია