ვილიარეალი, კიკე სეტიენი
Aa
Aa

ლა ლიგაში ბრუნდება - კიკე სეტიენი ვილიარეალს გაწვრთნის

გუშინ, ბევრისთვის მოულოდნელად უნაი ემერიმ „ვილიარეალი“ დატოვა და  „ასტონ ვილას“ ჩაუდგა სათავეში. ესპანელი სპეციალისტი ბირმინგემულ კლუბს პირველი ნოემბრიდან გაუძღვება.

აქედან გამიმდინარე, „ვილიარეალი“ მწვრთნელის გარეშე დარჩა. დღეს, ესპანურმა მედიამ ემერის შემცვლელი დაასახელა. ამ მომენტისთვის, „წყალქვეშა ნავი“ კიკე სეტიენთან აწარმოებს მოლაპარაკებას. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ კიკე სეტიენმა სახელი „ლას პალმასში“ მუშაობით გაითქვა, რის შემდეგაც ესპანელი სპეციალისტი „ბეტისში“ დანიშნეს. სევილიური კლუბი სეტიენის მეთაურობით ევრო ტურნირებზე დაბრუნდა და ეს დიდ წარმატებაში ჩაუთვალეს.

2020 წელს კიკე „ბარსელონაში“ სამუშაოდ მიიწვიეს, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ძალიან მალე გაათავისუფლეს. სეტიენს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ 2:8 მარცხი არ აპატიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარში LGBT აქტივისტი საპროტესტო აქციის გამო დააკავეს
კატარში LGBT აქტივისტი საპროტესტო აქციის გამო დააკავეს