კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

Daily Mail: „ჩელსი მზადაა იანვარში რონალდუ გაიფორმოს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ განაგრძოს. ამ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail-ი ავრცელებს და აცხადებს, რომ „არისტოკრატთა“ ხელმძღვანელები მისით ინტერესდებიან.

როგორც ირკვევა, „ჩელსის“ თანამფლობელი, ტოდ ბოელი მზადაა, პორტუგალიელი იანვარში გადაიბიროს. მას კრიშტიანუს აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ახლო ურთიერთობა აქვს და რონალდუს გადაყვანა ზაფხულში სურდა, მაგრამ ტუხელისგან უარი მიიღო. გერმანელი სპეციალისტის წასვლამ კი ვითარება შეცვალა.

„ოლდ ტრაფორდზე“ რონალდუს სერიოზული პრობლემები აქვს და სათამაშო დრო არ ეძლევა, რის გამოც, „ოცნებათა თეატრის“ დატოვება მის ინტერესებშიც შედის. The Guardian-მა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ „იუნაიტედი“ მზადაა, კრიშტიანუ ზამთარში გაუშვას და თუ საჭირო გახდა, მასთან კონტრაქტსაც გაწყვეტს, რომ სხვა კლუბმა ფეხბურთელი მარტივად გაიფორმოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „მანჩესტერმა“ რონალდუ ძირითადი გუნდიდან მოკვეთა, რაც „ტოტენჰემთან“ მატჩისას განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, როცა რონალდუმ ცვლილებაზე შესვლაზე უარი თქვა და მოგვიანებით, „ოლდ ტრაფორდი“ საფინალო სასტვენამდე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძოლა ხვიჩაზე: „ინგლისში მასზე ბევრს საუბრობენ, ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია“
ძოლა ხვიჩაზე: „ინგლისში მასზე ბევრს საუბრობენ, ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია“